გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია

გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია

8 ნოემბერს, ბერლინში ოქროს საჭე 2016-ის გალა-დაჯილდოვება გაიმართა. ჟურნალმა AUTO BILD-მა ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებული ფინალური ტესტების შედეგად , სადაც ფინალისტი მანქანები 50-კაციანმა ჟიურიმ გატესტა და შეაფასა, 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა. გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები!

წლის უმთავრესი საავტომობილო ჯილდო ჯამში შვიდმა ახალმა ავტომობილმა მოიპოვა. გარდა ამისა, AUTO BILD-მა საპატიო ოქროს საჭით დააჯილდოვა General Motors-ის შეფი მერი ბერა. გალა-დაჯილდოვებაზე "საავტომობილო ოსკარები" ავტომწარმოებლების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებმა ჩაიბარეს.

სანამ გამარჯვებულების ვინაობას შეიტყობთ, შეგახსენებთ, რომ "ოქროს საჭის" ფინალისტი ავტომობილები ჟურნალის მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა - გამოკითხვა კი ჩატარდა ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალი AUTO BILD ოფიციალური ლიცენზიით გამოდის (მათ შორის, საქართველოშიც). უშუალოდ ფინალში გასული ავტომობილები კი (კლასში 4-4 საუკეთესო) ჟიურის წევრებმა ოქტომბრის დასაწყისში იტალიაში, "პირელის" ტრეკზე გატესტეს და შეაფასეს. 50-კაციან ჟიურიში იყვნენ ცნობილი მრბოლელები, მექანიკოსები, დიზაინერები, ცნობილი ადამიანები და AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების მთავარი რედაქტორები. სწორედ ამ 50-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებსაც ქვემოთ გაიცნობთ.

წაიკითხეთ დეტალები და დაათვალიერეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი