რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია

რა ბედი ელის რეალურად ამერიკის "მუშათა კლასს" ტრამპის ხელში - სალომე ასათიანის ვერსია

ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში მოვლენების შესაძლო განვითარების საკუთარ ვერსიას აქვეყნებს:

"გადაცემას ვამზადებ ახლა და წინასაარჩევნო გამოსვლებს ვუსმენ. ბოლო გამოსვლებს, არჩევნების წინა დღისას. ჰილარი კლინტონი ლაპარაკობს "ღირებულებებზე" და ამერიკელებს აფრთხილებს, ამ არჩევნებზე ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობები დგება კენჭისყრაზეო. ტრამპი კი ამბობს ამერიკის პოლიტიკური დისკურსისთვის ძალიან უჩვეულო ტერმინს - "მუშათა კლასი" - და აცხადებს, რომ არჩევნების დღე სწორედ მუშათა კლასის გათავისუფლების დღე იქნება კორუმპირებული ელიტისგან. ჰოდა პირადად მე ყველაზე დიდ საფრთხეს და ცინიზმს ზუსტად აქ ვხედავ. არა მხოლოდ იმ ფაქტში, რომ ტრამპი - ტრამპი! - ლაპარაკობს "მუშათა კლასის" სახელით. არამედ იმ პერსპექტივაშიც, რომ კიდევ ერთხელ მოხდება უკვე ბევრჯერ მომხდარი ამბავი, ოღონდ ამჯერად განსაკუთრებულად გაშიშვლებული და უშნო ფორმით. პოპულისტი ლიდერი ძალაუფლების მოსაპოვებლად მორიგ ჯერზე გამოიყენებს ეკონომიკურად დაჩაგრული და კულტურულად გარიყული ადამიანების სირთულეებს, მათ სიბრაზეს და სასოწარკვეთას - რეალური შედეგი კი სავარაუდოდ არ დადგება. ქარხნები ამერიკაში მასობრივად ვერ დაბრუნდება, სამუშაო ადგილები მასობრივად ვერ შეიქმნება, სოციალური დახმარება არ გაიზრდება. ეკონომიკური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვა ისევ "მიგრანტებს" დაბრალდება და ქსენოფობიაში, უმწეო ადამიანების დევნაში იპოვის გამოვლინებას. "მუშათა კლასი" კი ისევ მოტყუებული დარჩება. ხოლო ბოლოს - როცა პოპულისტი ლიდერი დისკრედიტირებული იქნება - ორჯერ და სამჯერ გაიზრდება ელიტისტური მიდგომები. ტრამპის მოყვანა და აღზევება დაბრალდება "ბნელ მასებს", რომლებსაც ერთი ფუნჯის მოსმით შერაცხავენ ქსენოფობებად და რასისტებად. ეს ფირფიტა ისტორიამ ბევრჯერ მოისმინა უკვე. და ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამ სევდიანი და ბანალური სცენარის ყურება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს