ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვი - უნივერსალური მკურნალი

ფიჭვნარი წელიწადის ნებისმიერ დროს ახდენს სამკურნალო და გამაჯანსაღებელ გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. აქ ჰაერი ყოველთვის სურნელოვანი, გამჭვირვალე და სუფთაა და სუნთქვაც ერთიორად გვიადვილდება. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის რომელიმე დაავადება აწუხებს. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის კვირტებსაც, ფისსაც, წიწვებსაც და მტვერსაც.

ფიჭვის ღირსებებს მთელ მსოფლიოში სცემენ თაყვანს. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ხე მარადიულობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, მცირე აზიაში - უკვდავების და ნაყოფიერებისა, ფინეთში - სიცოცხლისა, კორეელებისთვის კი ის პრინციპულობასა და ერთგულებას განასახიერებს. ფიჭვს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მისი კვირტებისგან დამზადებულ პრეპარატებს შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი ეფექტი ახასიათებს, ამიტომაც მათ ხშირად იყენებენ ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გურმანები ფიჭვის ნორჩი ყლორტებისგან მურაბასაც ხარშავენ, რომელიც მხოლოდ გემრიელი სასუსნავი კი არ არის, ფილტვების ანთებისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წამალიც გახლავთ.

ფიჭვის კვირტები

ფიჭვის კვირტების ნაყენი ძალზე მარგებელია ბრონქიტის, პნევმონიის, რევმატიზმის, სახსრების, თირკმელების, შარდისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს. ნაყენი ასე მზადდება:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი კვირტი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ სახურავი, შემდეგ 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში და 15 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შეგრილებული ნაყენი დოლბანდში ან საწურში გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით. სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ნახევარი ან მესამედი ჭიქა.

კვირტების ნახარშს საინჰალა­ციოდ და სავლებად იყენებენ ანგი­ნისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, სპირტიან ნაყენს კი - ანტისეპტიკურ, ტკივილგამაყუჩებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებად. ის უებარი წამალია ტუბერკულოზური პათოლოგიის დროსაც. ფიჭვის კვირტებისგან (ხის სხ­ვა ნაწილებთან ერთად) ამზად­ე­ბენ სამკურნალო აბაზანებს, რო­მლებიც ნერვულ სისტემას ამშ­­ვ­იდებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს