გემრიელი იოდი

გემრიელი იოდი

შესაძლებელია თუ არა კვების მეშვეობით იოდის ნაკლებობის აღმოფხვრა? რომელი ხილი შეიცავს ყველაზე მეტ იოდს? როგორ შეიძლება იოდიზებული მარილის გამოყენება საკვებში?

დღეს ექიმები ხშირად საუბრობენ იოდის ნაკლებობაზე ბავშვებისა თუ მოზრდილების ყოველდღიურ რაციონში. იოდიანი მარილი თავისუფლად იყიდება, მაგრამ მას არასწორად ვიყენებთ და ამიტომ ისიც სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. როგორ გამოვიყენოთ იოდიზებული მარილი? თუ მას თერმული დამუშავებისას, ხარშვისას ჩავურთავთ კერძში, იოდი დაიკარგება, ორგანიზმამდე ვეღარ მიაღწევს.

მარილი მზა კერძს უნდა მოვაყაროთ ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, უმჯობესია, თეფშზე. მაგრამ თუ ორგანიზმს იოდი აკლია, დეფიციტს მხოლოდ იოდიანი მარილით ვერ აღმოვფხვრით. საჭიროა იოდის პრეპარატების მიღება. რით არის საშიში იოდის ნაკლებობა? იოდის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ინტელექტისა და გონებრივი განვითარების შეფერხებას, ახალშობილებში ძვლოვანი სისტემის სისუსტეს. ვინაიდან ყველა ბავშვი (და არათუ ბავშვი, მოზრდილიც კი) არ სწყალობს ზღვის კომბოსტოს, მოდი, გავუმასპინძლდეთ ჩვენს შვილებს იმით, რაზეც ნამდვილად არ იტყვიან უარს - ხილით. იოდის შემცველობის მიხედვით ჩემპიონებად ითვლებიან ხურმა (ასევე - კარალიოკი) და ფეიხოა. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ეს ხილი.

ხურმა - ღმერთების საკვები

ევროპელებმა ხურმა სულ რაღაც 100 წლის წინ გაიცნეს. იაპონიიდან შემოტანილი მისი 12 ნერგი კავკასიაში 1896 წელს დარგეს. სამშობლოში ხურმა დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ლათინური სახელწოდება "ღმერთების საკვებს" ნიშნავს. 2-3 ცალი ხურმით მშიერი ადამიანის დანაყრება შეიძლება. საკვები ნივთიერებების შემცველობით ხურმა ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილს ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება. ამ თვისების წყალობით მას დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, აქვს შარდმდენი თვისება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ბევრ სხვა ხილს სჯობია, ზომიერად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხურმაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) - უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში. დაბოლოს, ხურმა ძალიან მდიდარია იოდით. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა. ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით, გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ყელში ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება - ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს უნდა დავუმატოთ სამი სადილის კოვზი თბილი წყალი. ხურმის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტეს კარგავს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს