"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ

"ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია" - დათო ჯაყელის სწრაფვა იდუმალი სამყაროსკენ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დათო ჯაყელი "ხელოვნურ სუნთქვაში" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. იდუმალებით მოცული რეზის მიმართ, მაყურებლის ინტერესი ყოველი სერიის შემდეგ იზრდებოდა. როგორია ის რეალურ ცხოვრებაში, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, ვინ არის მისი მეუღლე, როგორი მამაა და რისი ეშინია ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 10 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი და მყვინთავი. ყველაზე მეტად უცნაური, ამოუხსნელი და აუთვისებელი სამყარო მიზიდავდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ნიჭიერი მსახიობი და ურთიერთობაში ძალიან თბილი ადამიანი ვარ. უარყოფითსაც ამბობენ (იცინის). თავდაჭერილი, ამავე დროს ემოციური და "ფეთქებადი" გახლავართ, მაგრამ ემოციები 10 წუთზე მეტხანს არ მიმყვება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...რაღაცებს აუცილებლად შევცვლიდი, მაგრამ მნიშვნელოვანს არაფერს. ყველაფერი, რაც ჩემს წარსულში მოხდა, დიდი გაკვეთილი იყო. ეს ცვლილება არ შეეხებოდა პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე, 17 წლის ასაკში გაუცნობიერებლად ავირჩიე. ზუსტად ვიცი, ჩემი სამყაროა. მგონია, რომ მსახიობობა განგების საჩუქარი იყო. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში შემთხვევით მოვხვდი. იქ არაჩვეულებრივი პედაგოგები დამხვდნენ და ყველაფერი მარტივად აეწყო. ერთი პერიოდი ამ სასწავლებლიდან წავედი, მაგრამ პედაგოგის მოთხოვნით დავბრუნდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...განგებას და ჩემს შრომისმოყვარეობას.

- სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" არის...

- ...ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მასზე ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ. ის ფაქტი, რომ ჩემი პერსონით ბევრი ადამიანი ინტერესდება, ცხადყოფს, რომ რეზის როლმა პოპულარული გამხადა. ერთ დღეს კასტინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და შემომთავაზა, შენთვის ახალი როლი მაქვსო. მოკლედ მიამბო როლის შესახებ. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. ეს პირველი სერიალია, სადაც დიდი დატვირთვით ვიმუშავე. მანამდე რამდენიმე სერიაში ვიყავი "ჩემი ცოლის დაქალებში" (მაკას შვილის ქმარი), სერიალ "ტიფლისში" კილერის როლი მქონდა...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მაქვს ყველაფერი ის, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. მყავს კარგი მეუღლე, ჯანმრთელი შვილები. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება