დღის ფოტო: "ბორჯღალოსნების" კაპიტანი შალვა სუთიაშვილი

დღის ფოტო: "ბორჯღალოსნების" კაპიტანი შალვა სუთიაშვილი

"ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ხელიდან გაუშვა" - ასე შეაფასა დღევანდელი თამაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

დღეს, 12 ნოემბერს მოგებას შეჩვეული და გათამამებული "ბორჯღალოსნები" ამომავალი მზის ქვეყნის "საკურასთან" დამარცხდნენ.

ჩვენში ბორჯღალოსანი გამარჯვებასთან და ღირსებასთან ასოცირდება. ჩვენი ბიჭებიც გამარჯვებას შეეჩვივნენ, წაუგიათ კიდეც, ალბათ მომვალაშიც წააგებენ, მაგრამ შერცხვენით არასოდეს შეირცხვენენ თავს, რადგან მათ ის კვართი აცვიათ რომელზეც ბორჯღალია.

ბიჭები, ყველა დამარცხებიდან მაგალითს იღებენ, ითვალისწინებენ და შემდეგში, აუცილებლად, გამოასწორებენ.

დღეს სტადიონიც იდეალური იყო, გადავსებული "ლოკომოტივი". მაგრამ არ დარჩენილა ყურადღების მიღმა გუნდის კაპიტანი, რომელიც ასეთი სახით დააფიქსირეს.

ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ბევრის მთქმელია.

ფოტოზე, საქართველოს ნაკრები კაპიტანი, შალვა სუთიაშვილის თვალებში იკითხება ემოცია, რომელიც ალბათ ყველა ბორჯღალოსანის გულშია.- ღირსება, სინანული და ანალიზი.

დღეს შალვა სუთიაშვილი ამომავალი მზის ქვეყნის" გუნდთან საბრძოლველად არ გასულა.

"შეცდომები მაშინ მოსდის გუნდს, როდესაც მეტოქე წნეხში აქცევს და ზუსტად ეს მოხდა დღეს. თამაშის გარკვეული ასპექტებით, რის გამოც ეს შედეგი დაფიქსირდა, კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, რთულია, როცა რამდენიმე შეტევას ახორციელებ, ლელოს დადებასთან ახლოს ხარ, რამდენიმე წუთში კი მეტოქის შეტევის მოგერიება გიწევს. გულდაწყვეტილები ვართ, გასახდელშიც ვესაუბრე გუნდს... შეცდომებზე აუცილებლად ვიმუშავებთ", - ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ნაკრების მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა.

ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა.

P.s.  დღეს დავმარცხდით, "ხვალ" გავიმარჯვებთ!

ნანა ჩხაიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი