თბილისში კვირის ბოლომდე იწვიმებს - უახლოესი დღეების პროგნოზი მთელი ქვეყნის მასშტაბით

თბილისში კვირის ბოლომდე იწვიმებს - უახლოესი დღეების პროგნოზი მთელი ქვეყნის მასშტაბით

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა იქნება 16-21 გრადუსი.

რაც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებს, თბილისსა და კახეთში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს იქნება 14-15 გრადუსი. შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში 17-18 გრადუსია მოსალოდნელი.

"აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ გამოიდარებს, თუმცა, მცირე ხნით და 15 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 10-13 გრადუსია მოსალოდნელი", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისში კვირის ბოლომდე თოვლს არ უნდა ველოდოთ, თუმცა იქნება წვიმა და გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი