აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, აღმაშენებლის მე-12 კილომეტზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ერთმა მძღოლმა. ავარიის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ამ დროისთვის სრულად აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია