"საქართველოს საპატრიარქო და ყველა მისი ქვეშევრდომი საბჭოთა რუსეთის იმპერიის მარწუხებში იმყოფება" - ილია ვაშაკიძე

"საქართველოს საპატრიარქო და ყველა მისი ქვეშევრდომი საბჭოთა რუსეთის იმპერიის მარწუხებში იმყოფება" - ილია ვაშაკიძე

მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც სინოდის განჩინებით მღვდელმოქმედება აეკრძალა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპატრიარქოს შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მეოთხე კლასში რომ ვიყავი, ყელსახვევი დავწვი და მის ტარებაზე უარი განვაცხადე.. 14 წლის ასაკში ჩემი კომკავშირში მიღებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.. ასე ნელ-ნელა, ბავშვობიდან ვტოვებდი საბჭოთა კავშირს და ნელ-ნელა ვიხსნიდი საბჭოთა იმპერიის მარწუხებს.. ეხლა კი, 49 წლის ასაკში, თავისუფლად ამოვისუნთქე და საბოლოოდ მოვიხსენი და გადავაგდე, გავთავისუფლდი საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან, მარწუხებიდან, რომელსაც ამერიკელმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა - რონალდ რეიგანმა, ,,ბოროტების იმპერია" უწოდა.. საბოლოოდ ბოროტების იმპერიისაგან თავისუფლად თავი ვიგრძენი ეხლა, ამ ორიოდე კვირის წინ, როდესაც დღევანდელი საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია დავტოვე.. ასეა ეს.. განა თვით მაცხოვარი არ ამბობს: ,,შეიცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეთ თქვენ".. ამ მოცემულობაში სიმართლე და ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ საქართველოს საპატრიარქო და ყველა მისი ქვეშევრდომი საბჭოთა რუსეთის იმპერიის მარწუხებში იმყოფება.. თავისუფლებას, სინანულს და სულის ცხონებას ვუსურვებ მათ..

P.S.: საპატრიარქოს ყველა წარმომადგენელი, განსაკუთრებით კი ეპისკოპატი, ვიდრე ლუსტრირებულები არ იქნებით, ჩემსა და მილიონობით ქრისტიანის ცნობიერებაში რუსეთის ფეესბეს მორჩილებაში ხართ.. თუ ვინმეს რაიმე კონტრ-არგუმენტები გაგაჩნიათ, გთხოვთ წარადგინოთ, მაგრამ თქვენი უსუსური ვითომ არგუმენტები სირცხვილის გარდა არაფერს მოგიტანთ, გენიოსი სტალინისა და ბრძენი ოკუპანტი პუტინის მადიდებლებო..".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს