"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა

"ძიძად მუშაობა ოჯახური პირობების გამო მომიწია..." - ვინ არის ჩვილის ცემაში ბრალდებული ძიძა

სამართალდამცველებმა თბილისში არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, დაკავებული ძიძა 1956 წელს დაბადებული ელენე სიმონიშვილია. დასაქმების ერთ-ერთ საიტზე სიმონიშვილი საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს.

"პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო მომიწია ძიძად მუშაობა და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ”, – წერდა ელენე სიმონიშვილი.

ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. დაკავებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან 1000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

"სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ