საქართველოს რაგბის კავშირის მოწოდება გულშემატკივრებს

საქართველოს რაგბის კავშირის მოწოდება გულშემატკივრებს

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებისთვის მატჩის დღისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

გთავაზობთ რაგბის კავშირის განცხადებას უცვლელად.

"ძვირფასო გულშემატკივარო! თუ შენ გინდა დაესწრო სამოელების მიერ შესრულებულ საბრძოლო რიტუალ "სივი ტაუს" და აჰყვე საქართველოს ჰიმნს "ბორჯღალოსნებთან" ერთად - მაშინ დაიჭირე თადარიგი და სტადიონზე მოდი 2 საათით ადრე.

აგრეთვე, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო-სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი უმრავლესობა უკვე გაყიდულია.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული საერთაშორისო მატჩების ორგანიზების გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან სტადიონის შესასვლელში

დამონტაჟებული 30 გამშვები კარის გამტარობა მთლიანობაში წუთში 180 ადამიანს შეადგენს - შესაბამისად, 25000 ადამიანის შეშვებას მიახლოებით 2.5 საათი სჭირდება.

აუცილებლად მიგვაჩნია, რომ გაცნობოთ:

- ბილეთების სკანირებისათვის საჭირო ხელსაწყოების ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებისა და გამშვები კარებების გაუმართაობის გამო ვაკის პარკის მხრიდან სტადიონზე გულშემატკივრების შედინება არ მოხდება.. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი