პარლამენტმა 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია

პარლამენტმა 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია

ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატურას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა.

კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ირაკლი კობახიძის არჩევას წინ უძღოდა კამათი, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის გაიმართა. მანამდე დეპუტატებს სიტყვით მიმართა თავად პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, რის შემდეგაც მან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."