აჰყევი საქართველოს ჰიმნს "ბორჯღალოსნებთან" ერთად - შაბათს გახდი #მევარმე16!

აჰყევი საქართველოს ჰიმნს "ბორჯღალოსნებთან" ერთად - შაბათს გახდი #მევარმე16!

ერთი კვირის წინ, ყველას იმედი გვქონდა, რომ სამოასთან მატჩს მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფი გუნდის სტატუსით შევხვდებოდით, თუმცა ისე არ მოხდა როგორც ვგეგმავდით. სამწუხაროდ, და ჩვენდა გასაკვირად, იაპონიის ნაკრების ბოქლომს ვერ მოავრგეთ საჭირო გასაღები და დასანანი მარცხიც ვიწვნიეთ.

ალბათ, გულშემატკივარიც დაგვეთანხმება, რომ ასე სუსტად მოთამაშე ჩვენი ნაკრები დიდი ხანია არ გვინახავს. იაპონიასთან მოგების იმედს ივნისის ტესტებიც გვაძლევდა, სადაც ჩვენმა ბიჭება, ფაქტობრივად მეორე ნაკრებით, ოკეანეთში ქვა-ქვაზე არ დატოვეს, თუმცა შაბათს სხვა რეალობა იყო.

დაუმარცხებელი არავინაა, მით უფრო სპორტში, მთავარია რომ მარცხიდან სწორი დასკვნის გამოტანა შევძლოთ. ადრეც წაუგიათ "ბორჯღალოსნებს" (ალბათ მომავალშიც იქნება მარცხი), თუმცა ყოველთვის უნახავთ ის, რის გამოც ასეთი შედეგი დამდგარა და მომდევნო თამაშებში ეს მინუსები გამოსუწორებიათ. დარმწუნებული, ვარ ასე იქნება შაბათსაც რადგან არაა სამოა ის მეტოქე, რომ შეცდომები გვაპატიოს.

სამწუხაროდ, იაპონიის მარცხმა ბევრს მისცა სალაპარაკო. ისიც კი თქვეს, მორაგბეებს თავში აუვარდათ წარმატებები და სტადიონზე მოშვებულები გავიდნენო. ეს თქვეს იმ კაცებზე, რომელთა გამარჯვებაც ხშირად ერთადერთი ნათელი წერტილი ყოფილა. გამარჯვება იოლად არ მოდის, კიდევ უფრო რთული გამარჯვების შენარჩუნებაა. წლების წინ იაპონიასთან შეხვედრაც კი საოცნებოთა კატეგორიაში იყო, დღეს მათთან მარცხი სისუსტედ მიგვაჩნია. რა თქმა უნდა, ჯობდა რომ მოგვეგო თუმცა არც ეს წაგებაა კატასტროფაა, რადგან ამ მარცხით არ სრულდება ყველაფერი, წინ ძალიან ბევრი და დიდი გამარჯვებაა. იაპონიასთან კიდევ არაერთხელ მოგვიწვეს შერკინება და სხვა დროს გავცემთ საკადრის პასუხს, ახლა მთავარია სამოასთან დავამტკიცოთ რომ ივნისში მიღწეული ფრეს, მხოლოდ ღმერთს უნდა უმადლოდნენ კუნძულელები.

იაპონიასთან სავსე იყო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, თუმცა მსაჯის სასტვენისთანავე თითქმის განახევრდა მაყურებლის რიცხი, არადა რაგბს აქვს დაუწერელი კანონი, დამარცხებულის პატივისცემა და გამარჯვებულისთვის ოვაციით მილოცვა. გასაგებია, რომ მილოცვის ხასიათი არავის ჰქონდა, მაგრამ ჩვენი "ბორჯღალოსნები", რომლებმაც ყველა ტრიბუნა მოიარეს და დარჩენილ გულშემატკივარს მადლობა უთხრეს, სტადიონის დაცლას ნამვდილად არ იმსახურებენ.

შაბათს, აუცილებლად, წავიდეთ სტადიონზე, ჩვენ განსაკუთრებით ვჭირდებით ბიჭებს. ჩვენი ომახიანი შეძახილები, კიდევ ერთხელ შეასრულებს იმ მეთექვსემეტე მოთამაშის როლს, რომელსაც გადამწყვეტი ლელოს დადება შეუძლია.

პ.ს. სამოას ნაკრებს, აქვს წინა სამატჩო რიტუალი, სამოური "ჰაკა", რომელსაც "სივი ტაუ" ჰქვია. 2013 წელს, როცა სამოა პირველად გვსტუმრობდა, "სივი ტაუს" შესრულების დროს, მაყურებელი არ გაჩუმებულა, რაც მეტოქის შეყრაცხყოფაა. იმედია, შაბათს ჯერ ჩვენს ჰიმნს მთელი სტადიონი ერთად ვიმღერებთ, მერე მშვიდად დავტკბებით სამოელთა "სივი ტაუთი" და ბოლოს, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

#რაგბიჩვენითამაშია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი