პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველად ესწრება ირაკლი კობახიძე. უშიშროების საბჭოს სხდომას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გარდა ყველა მუდმივმოქმედი წევრი ესწრება, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ხუთი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა. ეროვნული უშიშროების საბჭო ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."