მელ გიბსონის ახალი ისტორიული ფილმი - "Hacksaw Ridge" მშვიდობის ძიებაში

მელ გიბსონის ახალი ისტორიული ფილმი - "Hacksaw Ridge" მშვიდობის ძიებაში

კინემატოგრაფიულ სამყაროს რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული მელ გიბსონის ისტორიული ფილმი შეემატა, რომლის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 24 ნოემბერს გაიმართება.

ეს არის ომის გმირის, ღირსების მედლის კავალერის, რიგირთი დესმონდ დოსის ამბავი. იარაღის ტარებასა და ადამიანების დახოცვაზე მან უარი განაცხადა და ადამიანების გადარჩენას სამედიცინო კორპუსიდან ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მედმუშაკი გახდა, მას დაჭრილები ცეცხლის ხაზიდან გამოჰყავდა და არ ერიდებოდა ტყვიებს. იგი თითონაც დაიჭრა, ჯერ ყუმბარის ნამსხვრევით, მოგვიანებით კი სნაიპერის ტყვიით მაშინ, როცა წინა ხაზზე ჯარისკაცების გადარჩენას ცდილობდა. ოკინავასთვის ბრძოლის დროს 75 ადამიანი გადაარჩინა. სერიოზული ჭრილობების მიუხედავად, ის მაინც მიდიოდა და ტყვიების ქვეშ ეძებდა მათ, ვისაც მისი დახმარება ძალიან სჭირდებოდა.

მელ გიბსონის ფილმში, რომლის ბიუჯეტი 45 მილიონი დოლარია, ენდრიუ გარფილდი, ტერეზა პალმერი, ლიუკ ბრეისი და ჰიუგო უივინგი იღებენ მონაწილეობას. ტერეზა პალმერისა და ლიუკ ბრეისისათვის ეს რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმის გადაღების იდეიდან განხორციელებამდე 14 წელიწადი გავიდა. ფილმში მელ გიბსონის ვაჟიშვილი, მაილო გიბსონი, ერთ-ერთი ჯარისკაცის როლს ასრულებს. ეს მამა-შვილის პირველი ერთობლივი ნამუშევარია და ამ ფილმში მაილოს დებიუტიც შედგა. ფილმით "Hacksaw Ridge" მელ გიბსონი ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად მოგვევლინა რეჟისორის ამპლუაში. ფილმის მთავარი გმირი ერთადერთი მებრძოლია, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე უიარაღოდ იბრძოდა. მელ გიბსონმა განაცხადა: დესმონდ დოსი, ფილმის მთავარი გმირი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იგი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას ისურვებდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება