გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და ამავე თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.

როგორც მან დეპუტატების შეკითხვის პასუხად განმარტა, შს სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში, ხოლო თუ ეს განხორციელდება, მღებრიშვილის თქმით, უნდა მოხდეს კომპლექსური ღონისძიებების ფონზე, რაც თავის მხრივ, საგანმანთლებლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. "ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნარკოპოლიტიკის თემას დღეს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, საკითხი ეხება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და ის კომპლექსურ მსჯელობას საჭიროებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."