"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში

"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუბის რევოლუციის ლიდერი - ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კუბის რესპუბლიკას ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა... 1961 წელს საქართველოს ნიკიტა ხრუშჩოვთან (საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი) ერთად ესტუმრა, რასაც არქივში დაცული ფოტოებიც ადასტურებს.

ერთ-ერთ სურათზე ისინი პეტრე სოხაძესთან ერთად არიან აღბეჭდილები, რომელიც მომღერალ ირმა სოხაძის ბაბუა გახლდათ. თუ ვინ იყო პეტრე სოხაძე და როგორ მოხვდნენ ისინი მასთან, ამ ფაქტს ირმა სოხაძე "ამბები.გე"-სთვის ასე იხსენებს:

- ბაბუაჩემი ცნობილი მეღვინე, სამტრესტის მმართველი იყო, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული ნაშრომები აქვს. მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდა. ამასთან, წლების განმავლობაში დიღმის საცდელი მეურნეობის დირექტორიც იყო. სამწუხაროდ, ეს საცდელი მეურნეობა დღეს აღარ არსებობს, მის ადგილას სახლები აშენდა და ხალხი ცხოვრობს, თუმცა თავის დროზე, მგონი, დედამიწაზე სამოთხის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ნამდვილი ედემის ბაღი. ალბათ ამიტომაც, მჟავანაძის დროს და მერეც (პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ მახსოვს) საქართველოში ვინც კი ჩამოდიოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის სტუმარი ხდებოდა.

იქ ბაბუას ხელით ბევრი რამ იყო გაკეთებული, არაჩვეულებრივი ვენახი ჰქონდა, რაც კი ყურძენი არსებობს, თითქმის ყველას ახარებდა... თან, კარგი თამადაც იყო, მჭერმეტყველი, სიმპათიური და არაჩვეულებრივად მღეროდა. იმ საქართველოში ვინც მღეროდა, ყველა მისი მეგობარი იყო და ამიტომაც მასთან მუდმივად საოცარი სუფრები იმართებოდა. მეც მუდმივად სკამზე დამაყენებდნენ და მამღერებდნენ...

ახლა რაც შეეხება საპატიო სტუმრებს, -  კი, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის ბაბუასთან სტუმრობა და ჩემი მასთან შეხვედრაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი. ფიდელ კასტროს გარეშე იქ არ ყოფილა, მაგრამ კასტროს ყოფნის ეპიზოდს ვერ ვიხსენებ, ისევ იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი... მე ალბათ, აუცილებლად რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ...

გამორჩეული და კარგი ბაბუა მყავდა, დასამახსოვრებლი ადამიანი, მშრომელი, ქარიზმატული, - ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილიშვილი ვარ. კი, მის შესახებ ბევრი კარგი ამბავი ვიცი და მახსოვს... 1968 წელს რომ გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი და მეხივით იყო ეს საშინელი ამბავი...

- ე.ი. თქვენც იქ იყავით, როდესაც ბაბუას ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო სტუმრობდნენ?

- კი, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის სტუმრობა ბაბუასთან... გული მწყდება, რომ კასტროსთან ფოტო არ მაქვს გადაღებული...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი