როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახლში ბუნებრივი აირის წნევა დაბალია

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახლში ბუნებრივი აირის წნევა დაბალია

ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრებნი ჩივიან, რომ ბუნებრივი აირის წნევამ დაიკლო, რის გამოც სახლში გაზის გამათბობელს და წყლის გამაცხელებელს ნორმალურად ვეღარ იყენებენ, სახლი ვერ თბება, წყალი კი ვერ ცხელდება.

ამ პრობლემით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, ამიტომ საკითხის გასარკვევად კომპანია "ყაზტრანსგაზს" დავუკავშირდით.

ნინო თურმანიძე, კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისის" წარმომადგენელი:

"ზოგადად ამ ეტაპზე ქსელში დაბალი წნევა არ არის, ის ნორმაა, რაც უნდა იყოს. ძირითადად პრობლემა აქვს კონკრეტულ აბონენტებს კონკრეტულ დანადგარებზე, ისინი ან გაუმართავია, ან ზაფხულის მერე, როცა დანადგარებს რთავენ, ზოგი გაბოლილია ან დაჟანგული, ამიტომ საჭიროა მათი გაწმენდა. ეს თუ ჩვენი საქმეა, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებენ თუ არადა, შესაბამისი სპეციალისტები.

წნევის დაწევა არ არის დაბალი ტემპერატურის ბრალი. ყოველ წელს ასეა, როცა აცივდება, იქნება ეს ნოემბერი ან დეკემბერი, მოქალაქეები მოგვმართავენ ხოლმე. ამიტომ თუ მსგავსი პრობლემა ვინმეს აქვს, უნდა დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე (240 40 04) ან 114-ზე, დააფიქსიროს გამოძახება და ჩვენი საავარიო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივლენ და შეამოწმებენ დანადგარს".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE