კახაბერისა და "სასტუმრო მუზეუმის" მასშტაბური საახალწლო პროექტი!

კახაბერისა და "სასტუმრო მუზეუმის" მასშტაბური საახალწლო პროექტი!

ახალი წლის ღამეს სასტუმრო "მუზეუმი" კახაბერთან ერთად გრანდიოზული პროექტით გიმასპინძლებთ. სპეციალურად ამ საღამოსთვის თქვენს საახალწლო განწყობაზე კახაბერთან და ხანუმებთან ერთად, მინსკიდან და ბაქოდან მოწვეული ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები იზრუნებენ.

ეს იქნება ერთ ობიექტზე სამ სხვადასხვა სივრცეში ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკალური მიმდინარეობების ზეიმი.

ღვინის რესტორანი "სირაჯხანა", ქართულ-სპარსულ სამზარეულოსთან ერთად შემოგთავაზებთ კახაბერის და ხანუმების პერფორმანსს.

"კაფე მუზეუმი" - წარმოგიდგენთ მინსკიდან მოწვეულ თანამედროვეობის აქტუალურ ეთნო-ელექტრონულ ჯგუფს.

"მიქსოლოგიური ბარი 810" - უმასპინძელბს ბაქოდან მონტროს ჯაზ-ფესტივალის მონაწილეს - ISFAR SARABSKI.

ამ ჯადოსნურ ღამეს სასტუმრო "მუზეუმი" გადაიქცევა მრავალფეროვანი ღონისძიებების სასახლედ, სადაც ყველა კუთხეში, ყველა სართულზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი კომპანიების შოურუმები, მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, იქნება ყველგან აქტიური გართობა და საღამო ნამდვილად დაუვიწყარი გახდება.

საღამოს გაუძღვება მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი და ქუჩის თეატრი.

R

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი