ბარაქ ობამა - რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელს პუტინს

ბარაქ ობამა - რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელს პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანში საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო თუ რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, - წერს გამოცემა Business Insider.

"არჩევნების შემდეგ კვლევა ჩატარდა, რომელშიც დავინახეთ, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს პუტინს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს, "კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს. რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

"ზოგიერთები, ვინც მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ რუსეთს ვესაუბრებოდი, ასევე მხარი დაუჭირეს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ შეაჩერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან ერთად იმუშავებს", - დასძინა ბარაქ ობამამ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"