როგორ გამოიყურება ქალი, რომელიც მკერდის გაზრდის მიზნით მეცამეტე ოპერაციას იკეთებს

როგორ გამოიყურება ქალი, რომელიც მკერდის გაზრდის მიზნით მეცამეტე ოპერაციას იკეთებს

გაიცანით, ეს ამერიკელი ლესლი უაილდია, ქალი, რომელმაც უკვე 12 ოპერაცია გაიკეთა მკერდის გასადიდებლად და მეცამეტე ქირურგიული ჩარევისთვის ემზადება, რათა უფრო მეტად დაემსგავსოს საკუთარ კერპს - ბარბის სათამაშოს.

საერთო ჯამში, ეს ოპერაცია ლესლისთვის რიგით 37-ე იქნება - მან უკვე გაიკეთა ცხვირის კორექცია, შეისწორა ნიკაპი და უკანალი.

ოდესღაც ლესლი ასე გამოიყურებოდა:

მას შემდეგ, რაც პლასტიკური ქირურგიის სამყარო აღმოაჩინა, ლესლი შეჩერებას ვეღარ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მკერდი ლესლის პრობლემებს უქმნის, ის მაინც ამაყობს საკუთარი ბიუსტით. ბევრმა ექიმმა მეცამეტე ოპერაციაზე უარი განაცხადა, მაგრამ ლესლიმ იპოვნა ”კეთილი ექიმი”. ყველაზე მეტად მისი ექვსი შვილი ღელავს ამ ფაქტის გამო, მაგრამ ქალი დარწმუნებულია, რომ არაფერი მოუვა და ოპერაციის შემდეგ უფრო მომხიბვლელი იქნება.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს