ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მატარებელს ცეცხლი ლანჩხუთამდე არმისული, სოფელ ხაჯალიაში წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.
გთავაზობთ შემთხვევის ადგილზე თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოებს
ფოტოები: ლაშა ნადირაშვილი, ნოდარ ლომჯარია, ეკა სულაბერიძე