წლის ხმაურიანი ქორწილები - ცნობილი ქართველები, რომლებიც 2016 წელს დაოჯახდნენ

წლის ხმაურიანი ქორწილები - ცნობილი ქართველები, რომლებიც 2016 წელს დაოჯახდნენ

წარმოგიდგენთ 2016 წლის ყველაზე გახმაურებულ ქორწინებეს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია და განხილვის საგანადაც იქცა.

2016-ის მთავარი დაოჯახება, უდაოდ, წლის მიწურულს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გათხოვებაა, რომელმაც ამის თაობაზე საზოგადოებას თავისი "ფეისბუკიდან" აცნობა.

წულუკიანმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!

მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

ფეხბედნიერი აღმოჩნდა ეს წელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვისაც. მისი ქალიშვილი ნუკა კვირიკაშვილი ცოლად ლაშა ძიძიგურს გაყვა. წყვილს ზედმეტად ორიგინალური და განსხვავებული ქორწილი ჰქონდა.

გიორგი კვირიკაშვილი ქალიშვილი, ნუკა კვირიკაშვილი და ლაშა ძიძიგური

2016 წელი წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილისთვის. 2016 წლის 8 აგვისტოს ლაშამ რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ცოტა ხნით ადრე კი იქორწინა. ლაშას მეუღლე მოცეკვავე სალომე არაბულია. წყვილმა ჯვარი მცხეთაში დაიწერა, ქორწილი კი რესტორან "გუჯარში" გაიმართა.

2016 წელს ერთ-ერთი განსხვავებული და საინტერესო ქორწილი ჰქონდა მომღერალ ნინი წიკლაურს. მისი რჩეული თემო ტუღუშია, რომელთანაც 12-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

"ყველაფერი დაუგეგმავად, ზედმეტი კითხვებისა და პასუხების გარეშე მოხდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩვენი ურთიერთობა უსიტყვოდ დალაგდა. პატარა, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და ჩვენი ბედნიერება უახლოესი მეგობრების წრეში აღვნიშნეთ. ზუსტად ისეთი ქორწილი მქონდა, როგორზეც ვოცნებობდი: არც ქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია და არც - გრძელი კაბა. ვიყავი ის, ვინც რეალურად ვარ: ერთი უბრალო ქერა გოგო, ხვეული თმით", - ამბობს ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მომღერალი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი