დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო

დათა ახალაია და გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

გადაწვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლითთავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის ვადა და ასევე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა.

რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკველობის ბრალში კი დამნაშავედ სცნო და "ამნისტიის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ 12 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება.

გიორგი დგებუაძეს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის: შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება ნიდერლანდებიდან საქართველოში 2016 წლის 22 მარტს განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ