ცნობილი ქირურგის, მერაბ კილაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ემოციური პოსტებით ეხმაურებიან

ცნობილი ქირურგის, მერაბ კილაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ემოციური პოსტებით ეხმაურებიან

55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მუცლის ღრუს ქირურგი მერაბ კილაძე. როგორც ცნობილია, იგი საკუთარმა კოლეგებმა გარდაცვლილი საკუთარ კაბინეტში ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ქირურგის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.

ეკა კვალიაშვილი, მომღერალი: გმადლობ მერაბ.. დღეს თუ თამამად ვამბობ, რომ მე კარგად ვარ, ეს შენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, და რამდენი ჩემნაირი გადარჩენილი მადლიერი... ღმერთო, სასუფევლის კარი გაუღე ამ ლამაზ სულს.

გიგლა თუმანიშვილი, ჟურნალისტი: ორი წლის წინ გავიცანი და ჩემს უახლოე მეგობრად ვთვლიდი. უდიდესი იმედი მქონდა. საკუტარი მამასავით იყო თითქმის ყველაფერზე მას ვურეკავდი. ბატონო მერა როგორ ყველაფერზე გაწუხებთთქო სულ ამას ვეუბნებოდი. მას ახალი სიცოცხლე მაჩუქა და ჩემი ცხოვრება შეცვალა. რაზეც არ უნდა დამერეკა ყოველთვის მზად იყო დამხმარებოდა. მის ადამიანურ ურთიერთბებზე შემიძლია გაუტავებლად ვწერო და ვილაპარაკო, მაგრამ მისის პროფესიონალიზმი მისის ერთერთი უმთავრესი ღირსება იყო. ნებისმიერ დროს მზად ვიყავი მასთან თვალდახუჭულს ნებისმიერი სირთულის ოპერაცია გამეკეთებინა ისე ვენდობოდი. ცოტა მეგულება მერაბის ნაირი პროფესიონალი. ვერ ვიჯერებ და ძვლები მეწვება რომ ვფიქრობ კარაპს მედლაინში რომ მივალ და ის აღარ დამხვდება. რო დამინახავდა ყველა საქმეს გვერდით გაწევდა და სულ მე მესაუბრებოდა, ოპერაციის შემდგომ შედეგებზე მალაპარაკებდა/ უზომოდ ბედნიერი და გახარებული იყო საკუთარი პროფესიონალიზმის კარგ შედეგებს რო ხედავდა. ახლა ზუსტად ვიცი რას გრძნობენ ის ადამიანები ვინც 24 საათის განმავლობაში. მის გვერდით შრომობდა. კარაპს მედლაინის ამ ჯგუფს ძალიან დიდი ძალა წაერთვა. იმედი და დასაყრდენი გამოეცალა. ვერ ვიჯერებ რომ მერავ კილაძე გარდაიცვალა. გულწრფელად დიდი იმედი დავკარგე!!!

ბატონო მერაბ, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები!!!

ნუკი კოშკელიშვილი: მერაბ კილაძის გარდაცვალების შესახებ ახლა გავიგე.... ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებს, თუმცა მგონია მთელ ქვეყანას უნდა ვუსამძიმრებდე, საუკეთესო ექიმი, თავის საქმის გენიოსი და კარგი მეგობარი...ძალიან მეტკინა...

ბაია დვალიშვილი, ტელეწამყვანი: სიტყვები არ მყოფნის.....როგორი არაჩვეულებრივი ექიმი და ადამიანი.....

კობა სუბელიანი, "ნაციონალური მოძრაობის წევრი": ბატონი მერაბ კილაძე გარდაცვლილა. ბევრისთვის სიცოცხლის მჩუქებელი. აცხონოს ღმერთმა. ნათელში იყოს.

ოთარ ჩრდილელი, პარლამენტარი: 55 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, ცნობილი ექიმი, მერაბ კილაძე. მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიის ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, მასთან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. უმძიმესი დანაკლისია...

წაიკითხეთ:  "შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს