"მთვარისასთან შედარებით მე მაინც სოფლელად დავრჩი" - ლუნა მაზიაშვილის ეკრანული ქმარი მისი ბიძაშვილია

"მთვარისასთან შედარებით მე მაინც სოფლელად დავრჩი" - ლუნა მაზიაშვილის ეკრანული ქმარი მისი ბიძაშვილია

სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ვახტანგ ოქრუაშვილი ემოციური და ეჭვიანი ქართლელი კაცის, ნუგოს როლს ასრულებს. ბიზნესმენი ცოლის - ლუნად ქცეული მთვარისასგან განსხვავებით, კასპიდან თბილისში ჩამოსული ნუგო დახვეწილობის კურსებზე არ დადის და ლუნა-მთვარისას "ბიზნესფლირტსაც" რთულად ეგუება...

- ლუნას როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი ჩემი ბიძაშვილია. კასტინგზე მისი მისვლიდან მესამე დღეს დამიბარეს. ყველაფერი უცებ მოხდა. ტელეფონის კამერით პატარა სკეტჩივით ვიდეო გვქონდა გადაღებული. ის ვიდეო სერიალის სცენარისტს - ქეთი დევდარიანს უნახავს. ლუნასა და ნუგოს როლის შესასრულებლად, ზუსტად ჩვენნაირი ტიპაჟები სჭირდებოდა. ქართლური კილო უნდოდათ. მოკლედ, ნუგოს როლზე დამამტკიცეს.

- გადაღების პირველი დღე გაიხსენეთ...

- ეს შარშან, დეკემბერში იყო. ალბათ გახსოვთ, მიშკა და ჩაქუჩა სოფელში გოჭების საყიდლად იყვნენ ჩამოსულები, ჩემი და ქეთის გმირები კი გოჭებს ჰყიდდნენ. შემდეგ, გარკვეული პერიოდით, ჩვენი პერსონაჟების ხაზის განვითარება შეწყდა. სექტემბრიდან, როცა თენგო უკვე ბიზნესმენი გახდა, ჩემი და ქეთის პერსონაჟების კასპში დატოვება აღარ გამოდიოდა და თბილისში "ჩამოგვიყვანეს".

- ნუგოს როგორ დაახასიათებთ?

- სოფლელი კაცია, რომელიც ახლა თბილისში ჩამოვიდა. მისი მეუღლე - მთვარისა დახვეწილობის კურსებზე დადის და ცოტათი "გამოვიდა", მაგრამ "მე", მასთან შედარებით, მაინც სოფლელად დავრჩი. ამიტომ, სუფრასთანაც ისევ ქართლური კილოთი ვსაუბრობ.

- მთვარისას საქციელს როგორ შეაფასებთ?

- (იცინის) პრინციპში, მთვარისამ იცის, ბიზნესს ასე სჭირდება და ყოველთვის ამას "მეჩიჩინება". როგორც ქართლელი და მოუთმენელი ტიპი, ჩემი გმირი ამას ვერ ეგუება. შედეგად, ცოლ-ქმარი ყოველთვის ჩხუბობს. ლუნა უკვე კარლსრუეშიც იყო. მაინც "მეჩხუბება", მაგრამ თავდაცვას "ვცდილობ". 2 ადამიანს - თენგოს და მთვარისას "ვეწინააღმდეგები"... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი