მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც თანასოფლელები პირად საუბრებში აცხადებენ, დანაშაული სავარაუდოდ, აფექტურ მდგომარეობაში მოხდა. მათი ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად ცემდა - ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
24 წლის ქალსა და 28 წლის მამაკაცს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
შსს-ს ცნობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.