აქვს თუ არა სავალუტო ჯიხურს საკომისიოს დაწესების უფლება

აქვს თუ არა სავალუტო ჯიხურს საკომისიოს დაწესების უფლება

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი უშვერიძე ვალუტის გადამცვლელი პუნქტში მომხდარ ინციდენტის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მომივიდა ინციდენტი ვალუტის გადამცვლელ პუნკტში, რომელიც იმყოფება პუშკინის ქ. №6, 100$ ვახურდავებდი და მომცეს 25 ლარით ნაკლები, თურმე საკომისიო ყოფილა 9%, ყურადღება არ მივაქციე, მიჩვეული ვარ რომ ფულს ყოველთვის ვახურდავებ იმ კურსით რომელიც გარედან წერია და საკომისიო პირველად მესმის. მოლარეს ვთხოვე რომ ფული უკან დამიბრუნოს, რაზეც მიპასუხა რომ არ დაგიბრუნებ, თუ გინდა პოლიციას დაურეკე ან მიჩივლე

ფულს არ დაიბრუნებო. დაახლოებით ნახევარი საათით გავედი მაგ ადგილიდან, როცა დავბრუნდი დამხვდა 2 პოლიციის მანქანა და დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ჩემნაირად მოატყუეს 80 ლარად, პოლიციამ მხრები ათამაშეს და წავიდნენ, თქვეს რომ ყველაფერი კანონიერია. ჩვენ გადავწვიტეთ ვიდგეთ მანდ და უბრალოდ ხალხი გავაფრთხილოთ, 4 საათის განმავლობაში 15-20 ადამიანი აპირებდა დახურდავებას, მაგრამ გაფრთხილების შემდეგ რათქმაუნდა ყველამ გადაიფიქრა.

ხვალ ვაპირებთ 12:00 საათიდან - 21:00 საათამდე მანდ ვიქნებით, და შევეცდებით რომ არცერთი ადამიანი არ მოტყუვდეს. თუ გცალია შემოგვიერთდი რომ შევანაცვლოთ ერთმანეთი.

ბოდიში თუ შეცდომებით წერია)" - წერს უშვერიძე.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ