"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭო კვორუმის უქონლობის გამო ვერ შეიკრიბა, რის გამოც პარტიის წევრები შეხვედრას თათბირის ფორმატში მართავენ

"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭო კვორუმის უქონლობის გამო ვერ შეიკრიბა, რის გამოც პარტიის წევრები შეხვედრას თათბირის ფორმატში მართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო 60 წევრისგან შედგება. სხდომის გასამართად მასზე მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც პარტიის ოფისში იმყოფებიან, ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თათბირობენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."