"თბილსერვის ჯგუფმა" "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვა" დააჯილდოვა

"თბილსერვის ჯგუფმა" "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვა" დააჯილდოვა

შპს "თბილსერვის ჯგუფმა" "ერთგული მეგობრები" დააჯილდოვა, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში კომპანიას აქტიურად უჭერდნენ მხარს.

დაჯილდოებულ მედიასაშუალებებს შორის "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვაა".

გადაცემის წამყვანის ეთერ ფურცხვანიძის თქმით, გადაცემაში "ჩემი კითხვა", რომელშიც მოქალაქეები კითხვას უსვამენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელს, მოწვეული იყო "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე და სწორედ ამ გადაცემაში დაფიქსირდა მაყურებლის განსაკუთრებული აქტივობა.

"ჩვენს გადაცემაში სტუმრად იყო "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე, დავით დოლიძე. გადაცემამ მაყურებლის ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა, ბევრმა მაყურებელმა გამოგზავნა შეკითხვა და ნახა გადაცემა იმიტომ, რომ თბილისი ყველა თბილისელისთვის მნიშვნელოვანია და ყველა ის პრობლემა, რაც ქალაქს აწუხებს ძალიან სწრაფად გადაჭრას საჭიროებს. სასიამოვნოა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ "მეგობრის" ტიტული. ვუსურვებ ამ სამსახურს წარმატებას", - აღნიშნა ეთერ ფურცხვანიძემ.

მედიასაშუალებები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. "თბილსერვის ჯგუფის" "ერთგულ მეგობრებად" დასახელდნენ: ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, "რადიო იმედის" გადაცემა "დილის სამინისტრო", "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვა", ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "საქმიანი დილა", "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო", "ჯიდიესის" გადაცემა "გვიანი შუადღე", ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "ჩემი პატარა ქალაქი", საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბე" და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემა "ღია ეთერი", ტელეკომპანია "იმედის" "იმედის დილა" და ტელეკომპანია "კავკასიას" გადაცემა "თქვენი დრო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი