"18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა..." - ქართველი გოგონას გამაოგნებელი ამბავი

"18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა..." - ქართველი გოგონას გამაოგნებელი ამბავი

დიანა ჯიშიაშვილი, 29 წლის, თბილისი

"17 წლის ასაკში მივიღე ტრავმა... ძალიან მიყვარდა ცურვა, ყოველ ზაფხულს ველოდებოდი და ზამთარში კი აუზზე დავდიოდი. ამ წელს ზაფხულში ბებიასთან ვიყავი დასასვენებლად. მეგობრებთან ერთად წავედი მდინარეზე. იმ ადგილიდან რამდენჯერმე გადავხტი მანამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი. ერთ-ერთი გადახტომის დროს ფეხი დამისრიალდა, ცუდად დავეშვი და დავიზიანე კისერი. ურთულესი დაზიანება მაქვს, სიცოცხლესთან საერთოდ შეუსაბამო. მახსოვს ის მომენტი, საოპერაციოში რომ შევყავდი, აი, მაგ დროს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ როგორ ჩაიარა. საერთოდ ბუნება მიყვარს ძალიან, რომ მივყავდი, მაშინ ვერ ვმოძრაობდი, მარტო თვალების დახამხამება შემეძლო და ფანჯრებში დავინახე ფოთლები. ეს ფოთლები ისეთი ზღაპრული მომეჩვენა, რაღაცნაირად ბზინავდნენ და ერთადერთი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ღმერთო, ნეტა კიდევ შევძლო, რომ ეს ფოთლები დავინახო-მეთქი.

18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა... მიუხედავად იმისა, რომ სრული პარალიზი მქონდა და ოთხ კედელს შუა მიწევდა საავადმყოფოებში ყოფნა, სულ მინდოდა გარეთ გასვლა. ეტლში ჩაჯდომა იყო ჩემთვის შეუძლებელი, თითქმის წელიწადნახევარი ვწვალობდი და ვერ ვჯდებოდი. ვითიშებოდი იმიტომ, რომ არაფერი მიმუშავებდა - არც ხელი, არც ფეხი, სუნთქვაც მიჭირდა... პირველად გარეთ რომ გავედი საავადმყოფოდან და გავისეირნე, კატებთან წავედი იქვე ნაგვის ურნებთან. სასწაული იყო, რომ მე ეს შევძელი, ანუ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიღწევა და ბრძოლის შედეგი, რომ შევძელი ეტლში დაჯდომა.

მაგრამ, მერე რომ გავიხედე საზოგადოება როგორ მაკვირდებოდა და გავიაზრე, რომ საჭირო იყო ადაპტირებული გარემო ჩემი გადაადგილებისთვის იმიტომ, რომ თუნდაც, იმ ნაგვის ურნებთან ძლივს მივაღწიე, ჩავიკეტე. ყველაზე საშინელი, რამაც მე დიდი სტრესი მომაყენა, ეს იყო სიბრალული. მეგობრების ნაწილის მხრიდანაც აი, თუნდაც ეს ფორმა "გი-ნა-ხუ-ლებ", ანუ კი არ მოვალ შენთან, როგორც ადრე, "გინახულებ"... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი