რა მდგომარეობაშია ახმეტელის მეტრო - სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე "სატრანსპორტო კომპანია" კომენტარს აკეთებს

რა მდგომარეობაშია ახმეტელის მეტრო - სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე "სატრანსპორტო კომპანია" კომენტარს აკეთებს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოქალაქის მიერ გადაღებული კადრები, რომელშიც ვიდეოს ავტორი ახმეტელის მეტროში არსებულ დაზიანებებს აჩვენებს. კადრში ჩანს, რომ მეტროს მოსაცდელში ინტერიერში ცვლილებებია, რაც სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

იხილეთ თვითმხილველის გადაღებული კადრები

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროსადგურში ნამდვილად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია მოხდება.

"2017 წელს რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. ერთ-ერთი პირველი არის მეტრო "ახმეტელი", სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი