თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

თურქეთში დაღუპული ანასტასია ზაალიშვილის დედა შვილის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა. ანასტასია, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა გუშინ დაიღუპა.

ანასტასიას დედა ქეთი ზაალიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. როგორც დაღუპულის დედა წერს, გარკვეული პროცედურების და საბუთებთან დაკავშირებული ფორმალობების გამო დღის ბოლომდე შვილის გადმოსვენებას ვერ ახერხებს. ქეთი ზაალიშვილი დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდს თხოვს (სწორედ სოლიდარობის ფონდმა დაფარა დეკემბრის ბოლოს პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და საჰაერო სასწრაფო სამედიცინო ტრანსპორტირების თანხა):

"აი, ეხლა სულ დავივიწყებ რომ შვილი მკვდარი მყავს. რაღა დროს ფორმალობებია. სამგზავრო ბილეთს აგიღებთო და იმით გვიშვებენ... თურმე ამ სპეციალურ თვითმფრინავს არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, იმიტო რო დიდი პროცედურებია საჭირო... მაშინ როგორ გადმოგვაფრინეს აქ???? მოვითხოვ ისეთივე თვითმფრინავით გადამიყვანონ!!!! შეაწუხეთ ყველა ხალხო, სოლიდარობა და ჯანდაცვა არ გამამწაროთ, სულ აღარ მაინტერესებს არაფერი!" - წერს ანასტასია ზაალიშვილის დედა ფეისბუქის გვერდზე.

იმის გასარკვევად, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში გარდაცვლილ გოგონას და ვინ აიღებს საკუთარ თავზე გადმოსვენების ხარჯებს, ჩვენ სოლიდარობის ფონდს დავუკავშირდით. ფონდში განგვიმარტეს, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებულები არიან და ამ ეტაპზე კონტაქტი აქვთ გოგონას ბაბუასთან, თუმცა რომელი უწყება დაფარავს გოგონას გადმოსვენების ხარჯებს, ჯერჯერობით გარკვეული არ არის და უახლოეს საათებში ოფიციალური ინფორმაცია ექნებათ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, გადმოსვენების საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა და უწყება უკვე აწარმოებს დაღუპული ბავშვის გადმოსვენების პროცედურებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი