როდიდან შეძლებენ მოქალაქეები დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას - ეროვნული ბანკის კომენტარი

როდიდან შეძლებენ მოქალაქეები დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას - ეროვნული ბანკის კომენტარი

კომერციულ ბანკებში სესხების გალარების პროგრამა ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად მოლოდინისა, რომ გალარება 2017 წლის იანვრიდან იქნებოდა შესაძლებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ბიზნესპრესნიუსს" მოქალაქეებიც დაუკავშირდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ კომერციულ ბანკებს გალარების თხოვნით მიმართეს, თუმცა ბანკებში უთხრეს, რომ პროგრამა ჯერ არ დაწყებულა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "ეროვნულ ბანკში" უთხრეს, საბანკო სესხების გალარების პროგრამა სავარაუდოდ 15 იანვრის შემდეგ დაიწყება, როცა პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონები ძალაში შევა. თუმცა, ზუსტ თარიღს თუ როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა, ეროვნულ ბანკში ვერ ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ პროგრამის დაწყების ზუსტი თარიღი და კრიტერიუმები უახლოეს მომავალში მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიხედვით განისაზღვრება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი