რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

საბანკო სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადი სოციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. გალარების პროგრამა, სავარაუდოდ, 17 იანვრიდან დაიწყება. პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა?

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს. სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.

სუბსიდია არ შეეხება იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 28.11.2016-ის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება, ლარში კონვერსიის განმახორციელებელ კომერციულ ბანკში ან პორტირების შემთხვევაში, პორტირებამდე არსებული საბანკო კრედიტის/სესხის მომსახურე ბანკში არ აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი