გიგი უგულავა "ნაციონალურ მოძრაობაზე" -ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია

გიგი უგულავა "ნაციონალურ მოძრაობაზე" -ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან ვუყურებდი და ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, თუ შესაძლებლობა იქნება ეს კრიზისი დაიძლიოს, ძალისხმევას არ დააკლებს.

"თუ შეუძლებელია კრიზისის მოგვარება, ეს ჩემი პირადი და ყველა ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. გვერდიდან ვუყურებდი ამ პროცესებს და ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია. აქერდან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ თუ ყველაფერი ეს შესაძლებელია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, მაგრამ თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო პლატფორმას ურთიერთობის, რომელიც ფოკუსირებული იქნება აწმყოსა და მომავალზე, მაშინ შესაძლოა ეს ყველაფერი განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა ნება, გაუცხოების დაძლევა, საჭიროა პრობლემებზე საუბარი, მათ შორის ერთმანეთთან გულღიად საუბარი. მე ჩემ თავს ვალდებულად ვთვლი, ეს ვცადო", - განაცხადა უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."