ავთანდილ ბერიძე - ამ დღეებში შევუდგები მუშაობას

ავთანდილ ბერიძე - ამ დღეებში შევუდგები მუშაობას

ამ დღეებში შევუდგები მუშაობას, მეტს ვერაფერს გეტყვით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განუცხადა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ავთანდილ ბერიძის გარდა დეპარტამენტში ერთი თანამშრომელი - დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე მუშაობს.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული თანამდებობა სექტემბრიდან ვაკანტური იყო, მას შემდეგ, რაც დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

აჭარის მთვრობის დებულების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს შორისაა, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კანონმდებლობის სფეროში ურთიერთშეთანხმებული საქმიანობის უზრუნველყოფა; მთავრობის თავმჯდომარისათვის საკანონმდებლო საქმიანობის სფეროში შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სხვ.

დეპარტამენტის ხელმძღვანელად ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობამ დღეს დანიშნა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა