საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შსს - ესპანეთში 61 ქართველი არა დღეს, არამედ 3 თვის წინ ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს

17:50 / 11-01-2017

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში 61 ქართველი 3 თვის წინ დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, 61 ქართველის დაკავებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა დღეს, არამედ სამი თვის წინ.

"რამდენიმე საათის წინ ესპანურ მედიაში 61 ქართველის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 3 თვის წინანდელ შემთხვევას ეხება, როდესაც ქართველები ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ხოლო დღეს დაკავებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ დღეს, ესპანურ მედიაში მოხდა ინფორმაციის განახლება", - განმარტეს შსს-ში.

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით კი, ეს იყო ოპერაცია, სახელწოდებით "იკონ 2", რომელიც 2016 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით ესპანეთის შსს-ს ვებ გვერდზე მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია. "საელჩოს ხელთ არსებული ცნობებით, ოპერაცია "იკონ 2"-ის თაობაზე მომზადდა სპეციალური სატელევიზიო გადაცემა, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, რომელიც ეთერში ესპანურ არხებზე დღეს უნდა გავიდეს და გადაცემაში აღინიშნება, რომ ევროპის საერთაშორისო საპოლიციო ურთიერთდახმარების ფარგლებში, პირველად მოხდა თანამშრომლობა საქართველოსა და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. განსაკუთრებით არის გადაცემაში ხაზგასმული ოპერაციებში ქართული მხარის მონაწილეობა", - განმარტეს საელჩოში.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემა ელმუნდო-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს. მათივე ცნობით, დამნაშავეთა კლანში 9 სხვადსხვა დაჯგუფება შედიოდა და ისინი ძირითადად ყაჩაღობით იყვნენ დაკავებული. ქართველებთან ერთად ესპანეთის 8 მოქალაქეც დააპატიმრეს. "სპეცოპერაციის შედეგად 35 000 ევრო, ძვირადღირებული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ათასობით კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაძარცვი თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში გადარიცხეს", - წერს elmundo.

გაზიარება
მკითხველის კომენტარები /0/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
22:07 / 20-04-2018
"მორჩა ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში" - ვინ არის გარდაცვლილი მესაზღვრე და რას წერდა ის შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე "ფეისბუქზე"
18:53 / 20-04-2018
კახეთში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა
14:39 / 20-04-2018
ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია