"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში

"ძალიან მოგვენატრა საქართველო" - როგორ ცხოვრობს ემიგრაციაში მყოფი ლიკა შუბითიძე ამერიკაში და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში

ნიჭიერი მუსიკოსი ლიკა შუბითიძე უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. პირველად იქ 2008 წელს ჩავიდა. როგორც ამბობს, თავიდან 9 თვე სენტ-ლუისში იყო, შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც 5 წელი დაჰყო. თუმცა თითქმის უკვე 2 წელია, ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) მეუღლესთან (ტატო) და შვილთან (ალექსანდრა) ერთად ცხოვრობს. როგორც აღნიშნავს, ნიუ-იორკთან შედარებით ფილადელფია ნელი და წყნარი ქალაქია...

ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ყოველთვის ვუკავშირდებით და Ambebi.ge ახლა სწორედ ლიკა შუბითიძეს შეეხმიანა.

"ახალ წელს სახლში მხიარულად შევხვდით. მეორე დღეს ქალაქში გავისეირნეთ. ჩვენ არ გვიყვარს დიდად თავშეყრის ადგილები, მეგობრებთან, ვიწრო წრეში გვირჩევნია ყველა დღესასწაულის აღნიშვნა. მეგობრებთან ყოფნა ისედაც დღესასწაულია", - გვეუბნება ლიკა.

- რითი იყო გასული წელი შენთვის მნიშვნელოვანი?

- გასულ წელს სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, თამარ ლორია, დამიკავშირდა და მონაწილეობა შემომთავაზა ძალიან საინტერესო, საბავშვო პროექტში, რაშიც სიამოვნებით ჩაერთო ტატოც, ჩემი მეუღლე. ეს არის "თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი", 20 სიმღერისა და 20 ილუსტრირებული ბარათისგან შემდგარი მუსიკალური წიგნი, რომლის ამოცანაა, მუსიკის და ილუსტრაციების გამოყენებით ხელი შევუწყოთ პატარებს მეტყველების განვითარებაში, სხეულის აღქმაში, ემოციების ამოცნობაში, თვითმოვლის, ჯანსაღი კვების და სხვა უნარის ჩამოყალიბებაში. ბაღის პედაგოგებს კი დავეხმაროთ დილის წრის და სხვა აქტივობების სახალისოდ წარმართვაში. მოკლედ, იდეის ავტორი თამარ ლორიაა. მუსიკა და ტექსტი მეკუთვნის მე, არანჟირება ტატოს და მხატვრობა  - ანა ბიჩინაშვილს. საქართველოში მსგავსი პროექტი აქამდე არ შექმნილა. არადა, არსებობს სხვადასხვა ენაზე, თავისი ანიმაციებით და ძალიან პოპულარულია Youtube-ზე. ყველა მშობელმა იცის, ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ამიტომ ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ამისთვის, ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ალექსანდრა იყო. მან უკვე იცის 20-ვე სიმღერა თავისი ტექსტით. პროექტი უკვე გაყიდვაშია.

- ალექსანდრა რამხელაა უკვე?

- ალექსანდრა 4 თვის იყო, რომ ჩამოვიყვანეთ, თებერვალში 2 წლის ხდება. მალე გავიდა დრო, უკვე დიდი და ჭკვიანი გოგოა. მუსიკა უყვარს ძალიან, მღერის და ცდილობს, დაუკრას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თავისებურად, რა თქმა უნდა.

- ამ წელს რა გეგმები გაქვს?

- მე და ტატო ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომელსაც "+18" ერქმევა. ჩვენს კოლაბორაციასაც სახელი შეეცვალა და მსმენელის წინაშე უკვე წარვსდგებით როგორც: ჰომოსპოუსეს ახალი სახელი, ახალი ჟღერადობა, ახალი იმიჯი... ძალიან მალე აიტვირთება ინტერნეტში ჩვენი პირველი სიმღერა.

- საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავთ?

- ზაფხულში გვინდა ჩამოსვლა. იმედია, გამოგვივა. ძალიან მოგვენატრა საქართველო, ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩვენი ნოსტალგია, ჩვენივე მუსიკაში აისახება...

ლალი ფაცია

Ambebi.ge

ფოტოები: დავით ბოჭორიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი