საქართველოში 19 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 19 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურიდან აცნობეს, 15 იანვარს, შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს, დღისით +9;+14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით - +1;+6 გრადუსია მოსალოდნელი; თბილისში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.

16 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთაში - თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება; დღისით კი +9;+14 გრადუსი;

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -6;-1 გრადუსი იქნება, დღისით - +5;+10 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი; დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.

17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და დღისით ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობში ღამით - +2;+7; დღისით +11; +16 დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსი იქნება, დღისით - +4;+9 გრადუსი; თბილისში ღამით 0; ხოლო დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

19 იანვრიდან კი, საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი