ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

ალექსანდრე ჯეჯელავა - ბევრ სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განთლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სანიტარულ ნომრებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში საპირფარეშო მისახედია და კარი არ აქვს.

"ამ ეტაპზე საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ ჰიგიენის საკითხს. მათ შორის დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზრუნველვყავით, უბრალოდ აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა. ჩვენ დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოს. აბსოლუტურად ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს არის დაუშვებელი. მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ამბავია. ეს ისეთი საკითხია, ბავშვი რომ ვერ შედის, ან არ შედის საპირფარეშოში, ამაზე ცუდი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს საკითხი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი