3 მეთოდი, აგრძნობინო შენს ტვინს, რომ ბედნიერია. ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია!

3 მეთოდი, აგრძნობინო შენს ტვინს, რომ ბედნიერია. ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია!

ეს მართლაც შესაძლებელია – აგრძნობინო ტვინს, რომ ბედნიერია! შენი გადასაწყვეტია, როგორ აღიქვამ ცხოვრებას და რა რეაქციები გექნება ცხოვრებისეულ მოვლენებზე. ნუ იჩქარებ, სკეპტიკურად შეიჭმუხნო სახე, ეს მართლაც ასეა.

ადამიანის ტვინი, რომელიც გამუდმებით იმაზეა მომართული, იპოვოს შეცდომები და ნეგატიური მომენტები, ეჩვევა ამ რიტმში მუშაობას. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იურისტები, ადვოკატები და სხვა ადამიანები, რომელთა სამუშაოც ნეგატიური მასალის განხილვას ეხება, ორჯერ ხშირად ავადდებიან დეპრესიით. მათი ტვინი მომართულია, ეძებოს ყველგან შეცდომა, სამსახურის გარეთაც კი. ეს კი წამლავს ცხოვრებას, რადგან თუ ამის სურვილი გაქვს, ცუდს ყველგან და ყველაფერში იპოვი!

ჰარვარდის უნივერსიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურსად "ბედნიერების მეცნიერება" ითვლება. რა თქმა უნდა, ყველასათვის საინტერესოა, როგორ მოიპოვოს ჰარმონია და შთაგონება ცხოვრებაში!

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, არც ისე ბევრი რამ არის საჭირო. ასწავლე შენს ტვინს, ეძებოს კარგი, გადაერთოს პოზიტივსა და მადლიერების გრძნობაზე. საკმარისია აღმოაჩინო მხოლოდ სამი ისეთი რამ, რისთვისაც შენ ამ დღის მადლობელი ხარ და... ბედნიერების გრძნობა მაშინვე დაგეუფლება.

გახსოვდეს მხოლოდ კარგი, ჩაიწერე დადებითი მოვლენები. ძალიან კარგი პრაქტიკაა – ძილის წინ ჩამოწერო ის, რისთვისაც ამ დღის მადლობელი ხარ. მოხუცები სწრაფად და მარტივად ივიწყებენ ცუდს და ძირითადად, კარგი მოგონებებით ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაც ადამიანები ასაკში უფრო ბრძენები და ჰარმონიულები არიან.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს