"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები

"კედლის იქით ვხედავდი, რა ხდებოდა, ოღონდ შავ-თეთრ ფერებში" - ქართველი პარაფსიქოლოგის უცნაური ხილვები

პარაფსიქოლოგი, მწერალი, ჟურნალისტი - თამაზ ჭეიშვილი ამჯერად განვლილ ცხოვრებაზე, საინტერესო პერსონებსა და მისთვის მნიშვნელოვან ეტაპებზე გვესაუბრება.

პარაფსიქოლოგია, წიგნები და დაქუცმაცებული ქართველი საზოგადოება

- პარაფსიქოლოგია იშვიათი მოვლენა, უფრო ზუსტად, მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ამოუცნობ შესაძლებლობებს შეისწავლის. 90-იან წლებში, ცენზურა და ტაბუ ყველაფერზე რომ მოიხსნა, დახურული თემები პირდაპირ შემოიჭრა, ინფორმაციას მოწყურებული საზოგადოება ყველაფერს "ყლაპავდა" და ამ სფეროში ბევრი შარლატანი და მატყუარაც გაჩნდა. საერთოდ, ჟურნალისტი, მწერალი, რამდენიმე წიგნის ავტორი ვარ. მაგალითად, "ქუჩის ბიჭები" ხუთ ენაზე გამოიცა. "მოამბეშიც" ვმუშაობდი, სპორტს ვაშუქებდი. ჩემი ერთ-ერთი წიგნის მიხედვით, ჩეხეთში მხატვრული ფილმი გადაიღეს. ახლაც ორი წიგნი მაქვს მზად, მაგრამ ვერ ვბეჭდავ. წარმოიდგინეთ, პირველი წიგნი რომ გამოვეცი, ჰონორარი - 360 მანეთი მომცეს და ვალები გავისტუმრე; მეორე წიგნის გამოცემის შემდეგ, მე და ჩემმა ცოლმა რუმინული საძინებელი ვიყიდეთ, მესამეზე - ცოლს "კარაკულის" ქურქი ვაჩუქე და თავად - ავტომობილი შევიძინე. ახლა, წიგნი რომ დავბეჭდო, ცოლის ქურქი და მანქანა უნდა გავყიდო და ჰონორარით იმას მაინც ვერ ამოვიღებ. ხალხი წიგნს აღარ კითხულობს... არ ვამბობ, რომ საბჭოთა წყობა კარგი იყო და თავისუფლება ცუდია, პარადოქსია, მაგრამ კულტურამ სწორედ მაშინ დაიწყო აღმავლობა, ახლა კი შემოქმედებითი ჭაობია. ქართველმა ხალხმა გოდერძი ჩოხელი ვერ გადაარჩინა, გავწირეთ და ბევრს ვწირავთ მის მსგავსად. ხელისუფლებები იცვლება, სიკეთე კი არ ჩანს. "ფეისბუკში" სულ ნეგატივია, ერთმანეთის ლანძღვა. საზოგადოების დაქუცმაცება 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება "გათიშე და იბატონე"...

მინიატიურები, ნოდარ

დუმბაძე და "ნიანგი"

- მე და ჩემი მეუღლე - ლენა "საქინფორმის" ფოტოქრონიკაში ვმუშაობდით: მე ფოტოკორესპონდენტი ვიყავი, ლენა ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ორივე ინსტიტუტში ვსწავლობდით. მინიატიურებს ვწერდი, იუმორისტულს. ერთხელ, "ნიანგი" მოაქვს და მეუბნება: თამაზ, ნახე, ვიღაც შენს მოგვარეს რაღაც დაუბეჭდავსო. დავხედე, ჩემი მინიატიურაა. ეს რა არის-მეთქი? - ნოდარ დუმბაძეს მივუტანე, მოეწონა და ოთხი ცალი დაიტოვაო. ასე გავიცანი ნოდარ დუმბაძე. - ჭეიშვილი, ბიჭო, რა გინდა შენ მანდ, ფოტოგრაფებთან, წამოდი ჩემთან, "ნიანგშიო", - მეუბნებოდა. ერთ სართულზე ვიყავით. სონია ციციშვილი იყო პირველი მემანქანე, 100 წლის გარდაიცვალა... და მან მომახარა, - არიქა, ნოდარმა შენი მიღების ბრძანება დაწერა, მიღებულ იქნას ლიტმუშაკადო... და ხელის მოწერა ვერ მოასწრო - მწერალთა კავშირის მდივნად გადაიყვანეს. სხვათა შორის, "მარადისობის კანონში" თანამშრომელს რომ იჭერენ, ეგ ამბავი "ნიანგის" რედაქციაში მოხდა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაიჭირეს. მოკლედ, ნოდარმა ახალ რედაქტორს დაურეკა და 26 წლის ბიჭს "ნიანგის" ბიბლიოთეკა ჩამაბარეს.

ნახალოვკელი "ბირჟავიკების" "რჩევა-დარიგებები"

- პარაფსიქოლოგიური ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. წინასწარ ვიცოდი, როდის გამიძახებდნენ და მეცხრე კლასამდე სულ ხუთოსანი ვიყავი (იცინის). სამი წლის ვწერდი და ვკითხულობდი. ნახალოვკაში ვცხოვრობდი. "შესანიშნავი შვიდეული" რომ გამოვიდა, კრისის მსგავსად, მთელი "ბირჟა" თავგადაპარსული დადიოდა. მაშინ ლექსებს ვწერდი და "ლიტერატურულ საქართველოში" იბეჭდებოდა, იოსებ ნონეშვილი იყო რედაქტორი. ერთხელ, "ბირჟავიკებმა" გამაჩერეს და მითხრეს, - არ გრცხვენია, ბიჭო, ნახალოვკელი კაცი ლექსებს წერ და ხუთებზე სწავლობ? ჩვენ აქ "ბირჟას" ვამაგრებთ, უბანს ვუფრთხილდებით, გოგონებს პატივს ვცემთ და შენო? იმ დღიდან ორიანების მიღება დავიწყე და დავრჩი მეცხრე კლასში (იცინის). მაშინ კრიმინალურ სამყაროს აიდეალებდნენ...

უცნაური ხილვები ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი