რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ბროკოლის მიცემა და რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ ბოსტნეულს

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ბროკოლის მიცემა და რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ ბოსტნეულს

ბროკოლი სხვადასხვა სახეობის კომბოსტოს შორის - თეთრთავა, ყვავილოვანი, ბრიუსელის და სხვა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. შეიცავს ვიტამინების ფართო ასორტიმენტს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ცილა მასში, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულ კულტურებში, უმნიშვნელო ოდენობითაა, თუმცა ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრთავა ან ყვავილოვან კომბოსტოში.

მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავათი (ვიტამინ B9-ით), თიამინით (ვიტამინ B2-ით) და ნიაცინით (PP ვიტამინით). თუ ამას დავუმატებთ C ვიტამინს, ნათელი გახდება, რატომ არის აუცილებელი ბროკოლის რაციონში ჩართვა სისხლძარღვთა კედლების გასამაგრებლად. ბროკოლის შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი ამკვრივებს ძვლებს.

ერთი საბავშვო ულუფა მოხარშული ბროკოლი შეიცავს 70 მკგ K ვიტამინს, რაც ბავშვის სადღეღამისო მოთხოვნაზე მეტია... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს