როგორ დარეგულირდა ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა ევროპის ქვეყნებში

როგორ დარეგულირდა ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა ევროპის ქვეყნებში

სწრაფი ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება ევროპის ქვეყნებში რამდენიმე წლის წინ განხორციელდა.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების კუთხით.

ლიტვაში 2015 წლის მონაცემებით 66 ორგანიზაცია გასცემდა სწრაფ ონლაინ სესხებს. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მოკლევადიანი სამომხმარებლო დაკრედიტება (სწრაფი ონლაინ სესხები) რეგულირდება სამომხმარებლო კრედიტის შესახებ კანონის დამატებებით (Law on Consumer Credit with the amendments), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 თებერვლიდან. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწევას 200%-დან 75%-მდე. მსესხებლის მიერ ყოველდღიური სხვა ხარჯები, გარდა პროცენტისა, რომელიც შედის სამომხმარებლო კრედიტის საერთო ღირებულებაში, არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის საერთო თანხის 0.04%-ს. სამომხმარებლო კრედიტის საერთო ღირებულება, რომელიც მოიცავს პროცენტებს, საკომისიო მოსაკრებელს და სხვა მოსაკრებლებს, რომელსაც იხდის მსესხებელი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით, არ უნდა აღემატებოდეს გაცემულ სამომხმარებლო კრედიტის თანხას, გარდა ვადაგადაცილების შემთხვევაში. ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ძირეული თანხის 0.05%-ს თითოეულ გადაცილებულ დღეზე. საჯარიმო დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს, ვადაგადაცილების დღიდან. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი