ჯართად ქცეული ოქრო - რა ემართება ძვირფასეულობას ხანძრის შემთხვევაში?

ჯართად ქცეული ოქრო - რა ემართება ძვირფასეულობას ხანძრის შემთხვევაში?

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად ფაქტობრივად ე.წ. ოქროს ბირჟაც სრულად განადგურდა. ოქროს მოვაჭრეებს ამ ეტაპზე ზარალის მოცულობაზე საუბარი უჭირთ და აღნიშნავენ, რომ ზოგ სავაჭრო ობიექტში მილიონობით ლარის პროდუქცია ინახებოდა, ზოგან კი პროდუქციის ღირებულება შედარებით ნაკლები იყო.

როგორც ძვირფასი ლითონების ექსპერტმა, ირმა მოსიაშვილმა აღნიშნა, რომელიც თავადაც "ოქროს ბირჟაზე" მუშაობდა, ხანძრის შედეგად ფაქტობრივად ყველა მოვაჭრე დაზარალდა. თუმცა, მოვაჭრეთა ნაწილი ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია.

მოსიაშვილი ჩვენთან საუბრისას იმაზეც საუბრობს, თუ რა დაემართა ძვირფასეულობას ხანძრის შედეგად, რა სახით იქნება ის ხანძრის შემდეგ და შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება.

"ხანძრის შედეგად არსებული ოქროს ნივთები მხოლოდ ჯართის სახით იქნება. თუ გაასუფთავებ, აფინაჟს გაუკეთებ და ნაგავს გამოდევნი მიიღებ უბრალოდ, ჯართს. მაგრამ ისეთი სიტუაციაა, თვითონ შენობა ინგრევა და რაღას იპოვი იქ," - ამბობს მოსიაშვილი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი