"ბავშვთა სამყაროს" თანამშრომლებს შენობაში სიის მიხედვით შეუშვებენ

"ბავშვთა სამყაროს" თანამშრომლებს შენობაში სიის მიხედვით შეუშვებენ

"ბავშვთა სამყაროს" თანამშრომლების შენობაში შეშვება სიის მიხედვით მოხდება, - ამის შესახებ ოქროს ბირჟის კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ დასრულდება უსაფრთხოების სამუშაოები, ხოლო შემდეგ სიის მიხედვით შეუშვებენ შეკრებილ ადამიანებს შენობაში, რათა თავიანთი ნივთები წაიღონ.

"შემთხვევით რაიმე რომ არ ჩამოვარდეს, გამაგრდება და მერე სათითაოდ სიის მიხედვით შევლენ. ნივთების დაკარგვის არავითარი საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ამირან მარიამიძემ.

ჯერჯერობით "ბავშვთა სამყაროში" მოვაჭრეთა შეშვება არ დაწყებულა. ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები. ტერიტორიაზე მეხანძრეებთან ერთად მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

წაიკითხეთ: რა ქონება დაკარგეს ოქროს ბირჟის მოვაჭრეებმა: "არის მაღაზიები, სადაც მილიონის საქონელი იყო"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი