რა მდგომარეობაა "ბავშვთა სამყაროს" ოქროს ბირჟის საცავებში - მოვაჭრეები ტერიტორიაზე შეიყვანეს

რა მდგომარეობაა "ბავშვთა სამყაროს" ოქროს ბირჟის საცავებში - მოვაჭრეები ტერიტორიაზე შეიყვანეს

"ბავშვთა სამყაროს" ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო. პირველ ეტაპზე ოთხი ადამიანი შევიდა, რომლებსაც საკუთარი ნივთების დათვალიერება და გამოტანა შეეძლებათ.

საცავებში შეყვანა სიის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა ჯერზე ოთხ-ოთხი ადამიანი შევა. მათ უსაფრთხოებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. საცავებში შესვლა სახელითა და გვარით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხდება.

ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის, მაგული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაუზიანებელია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კერესელიძემ საცავიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მას თავისი ნივთები სრულად დახვდა.

კერესელიძის ინფორმაციითვე, სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ ნივთები სხვებსაც. საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი ნივთების გამოტანა გრძელდება.

იხილეთ: რა დარჩა "ბავშვთა სამყაროდან" - ფოტოები მასშტაბური ხანძრის ადგილიდან ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი