ფინანსთა მინისტრის მოადგილე - შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე - შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება, რათა მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მერიაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.

თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა უწყების თანამშრომლებიც იღებენ. შეხვედრის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტრომ გუშინვე მოახდინა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის გაცნობის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ.

"მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობისა და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო-მატრიალური ფასეულობის ჩამოწერას გადამხდელებზე იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნას განადგურებულ საქონელზე. გარდა ამისა, უკვე შემდგომ პერიოდში ინდივიდუალურად მოხდება შესწავლა თითოეული ამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო დავალიანებების და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეიქმნას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი