ზვიად ქაწაშვილი - ცეცხლის გარკვეული კერები ისევ არსებობს

ზვიად ქაწაშვილი - ცეცხლის გარკვეული კერები ისევ არსებობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის განმარტებით, "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გარკვეული კერებია დარჩენილი, რადგან მეხანძრე-მაშველები შენობის ავარიულობის გამო სავაჭრო ცენტრში ბოლომდე შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შენობის გარკვეულ ნაწილში შესვლა "სამხარაულის ექსპერტიზის" ბიუროს ექსპერტების მიერ არის აკრძალული.

რაც შეეხება ხანძრის ლოკალიზებას, მისი თქმით, ის გუშინვე მოხერხდა, ამჟამად კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ლოკალიზება ნიშნავს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ლიკვიდაცია ნიშნავს, როდესაც ხანძარი მთლიანად ჩამქრალი იქნება. არის გარკვეული კერები იმის გამო, რომ ბოლომდე შესვლა არ შეგვიძლია, რადგან აკრძალულია "სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს" ექსპერტების მიერ. გარედან ვმუშაობთ და ვაწარმოებთ დაქრობით სამუშაოებს. მთელი ღამის განმავლობაში დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები. მთელი ღამის განმავლობაში 11 ეკიპაჟი მუშაობდა და ამის შედეგად გაცილებით ნაკლები კერაა დარჩენილი. დაზარალებულები ეტაპობრივად შედიან და გამოაქვთ გადარჩენილი საქონელი, რისთვისაც უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. შსს ყველაფერს აკეთებს, რომ ობიექტი იყოს დაცული და რაც გადარჩენილია ობიექტზე, უვნებლად დაუბრუნდეს მეპატრონეებს", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი